სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით (N: 11/30, 01/06/2021) გამოცხადებული „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი - 2021“-ის კონკურსის ფარგლებში საკონკურსო კომისიამ რეკომენდაცია გაუწია შემდეგი პროექტების დაფინანსებას:
- „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გეოგრაფიული თავისებურებები;“ ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი გოგსაძე, ბიუჯეტი: 8 840 ლარი;
- „პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური სპექტრი თანამედროვე საქართველოში;“ ხელმძღვანელი: პროფ. მალხაზ მაცაბერიძე, ბიუჯეტი: 11 380 ლარი;
- "განქორწინების გავლენა შემდგომი თაობის დამოკიდებულებებზე ოჯახის ინსტიტუტის მიმართ;" ხელმძღვანელი: ასისტ. პროფ. შორენა თუქრიაშვილი, ბიუჯეტი: 5200 ლარი;
- “მთიანი რეგიონების ახალი სიცოცხლე: უკუმიგრაციის გამოწვევები და შესაძლებლობები ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მაგალითზე;” ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ სალუქვაძე, ბიუჯეტი: 11 140 ლარი;
- „(უ)თანასწორობა და დემოკრატია;“ ხელმძღვანელი: პროფესორი გია ჟორჟოლიანი, ბიუჯეტი: 13 250 ლარი;
საკონკურსო კომისია